ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავტოდაზღვევის კამპანია ალდაგში დეკემბრის ბოლომდეა
6 დეკემბერი, 2021, 19:55
ავტოდაზღვევის კამპანია ალდაგში დეკემბრის ბოლომდეა

თბილისი (GBC) - ალდაგში ავტოდაზღვევის წინასაახალწლო კამპანია დაიწყო. აქცია თვის ბოლომდე გრძელდება და მძღოლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ავტოდაზღვევაზე ალდაგში ერთი თვის განმავლობაში.

“წლევანდელ კამპანიაში გვინდოდა დაზღვევის ემოციური მხარეზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ვთვლით, რომ დაზღვევის მთავარი სარგებელი ის დადებითი ემოციებია, რომელიც დაზღვეულობას მოაქვს: ვფიქრობთ, რომ დაზღვეული ადამიანი იმავდროულად არის უფრო თავდაჯერებული, უფრო გამბედავი, უფრო უდარდელი და უფრო ლმობიერიც კი სხვებიც მიმართ, ამიტომ ჩვენს საახალწლო შეთავაზებაში ეს ემოციური სარგებელი გამოვაჩინეთ და არც ტრადიციული საჩუქრები დაგვავიწყდა მძღოლებისთვის,,” - აცხადებენ ალდაგში.

ახალი წლის შეთავაზება მძღოლებისთვის მნიშვნელოვან საჩუქრებს მოიცავს: ფასდაკლებები საწვავზე, ქიმწმენდასა და ტექდათვალიერებაზე, სასაჩუქრე ვაუჩერები ავტოსერვისებში, ავტომობილის რეცხვა ნახევარ ფასად, ავტომობილის აქსესუარები და ა.შ.

ალდაგის ავტოდაზღვევას მაქსიმალური დაფარვები გამოარჩევს: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი დაზიანება, ქურდობა და სტიქიური უბედურებები- ესაა არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს. ავტომობილის დაზღვევა მოიცავს მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეულ ხარჯებს და მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს, ასევე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები