ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG -მ Tech პროფესიებზე შეხვედრას უმასპინძლა
9 დეკემბერი, 2021, 12:53
BOGG -მ Tech პროფესიებზე შეხვედრას უმასპინძლა

თბილისი (GBc) - საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობებზე აცხადებს. საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ამასთან, მათ დამსწრეებს მომავლის პროფესიების დაუფლებისათვის სასარგებლო რჩევებიც გაუზიარეს.

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. ღონისძიების დასასრულს კი,  შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დასაქმების და განათლების ხელშეწყობაა. უკვე ორი წელია, სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია მომავლის პროფესიების და მათი დაუფლების შესახებ, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება და კარიერული განვითარება. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ტექნოლოგიური პროფესიების მქონე, რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანებს და მათგან მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ და შექმნან საკუთარი წარმატებული კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დავანახოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოყენების გზები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, Fennec Tech Studio ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე მიძღვნილი  პლატფორმაა, რომელიც მაყურებელს YouTube არხის საშუალებით კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სთავაზობს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები