ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი GR-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ეხმაურება
9 დეკემბერი, 2021, 14:11
მინისტრი GR-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ეხმაურება

თბილისი (GBC) - სარეიტინგო კომპანიამ S&P Global-მა 8 დეკემბერს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა,  ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა, რაც . ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ასახავს, რომ „საქართველოს რკინიგზა,“ სტრატეგიული კომპანია, არის საკმაოდ მდგრადი. მისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები  12 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე ორნიშნა ზრდა აღინიშნება რკინიგზის შემოსავლებში.

 

„საქართველოს რკინიგზამ,“ პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან, განათავსა ევრობონდები - ეს არის ე.წ. მწვანე ბონდები. რკინიგზა დღეს არის ერთ-ერთი.  ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა  ტრანსპორტი, რაც ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ვაკვირდებით პოზიტიურ ტენდენციებს და დარწმუნებული ვართ, რომ რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას,“ - განაცხადა მინისტრმა. 

 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც „საქართველოს რკინიგზამ“ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები