ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სპონსორობას განაგრძობს
9 დეკემბერი, 2021, 17:06
ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სპონსორობას განაგრძობს
თბილისი (GBC) - ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ‘ლანჩხუთის’ მხარდაჭერას განაგრძობს და ახალი მემორანდუმის ფარგლებში ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

განახლებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ქსკ ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

12 დეკემბერს კი ბოლო ტური გაიმართება და ქსკ ლანჩხუთი 2021 წლის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

„სასიხარულოა, რომ მომდევნო წლის განმავლობაშიც განვაგრძობთ ჩვენი და ყველასათვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერასა და მეგობრობას.

ლიბერთიმ სულ ახლახანს განაცხადა ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებში ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება ერთერთი მთავარი მიმართულებაა - განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. კლუბთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გოგონების სპორტული წარმატებისთვის, ასევე ზოგადად ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

წარმატებას ვუსურვებ გოგონებს ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩემპიონები კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწევენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“ - დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.

2020 წლიდან ლიბერთი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთის მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას და ქალებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები