ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება
9 დეკემბერი, 2021, 17:20
სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება
თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სემეკი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები