






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი (GBC) - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ
არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს „BB-„ უნარჩუნებს,
პროგნოზით სტაბილურია
რეიტინგი
ფინანსურ მდგრადობაზე მიანიშნებს, რაც კრედიტორების და აქციონერების
ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია
კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული. თიბისი ლიზინგი ძირიტადად
თიბისი ბანკის კლიენტებს ემსახურება. Fitch -ის რეიტინგი
განპირობებულია თიბისის სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც სალიზინგო
კომპანიის კაპიტალს 2.5 მლნ ლარით გაზრდის
Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო
ბაზრის ლიდერი კომპანიაა, ფართო მოცვით. უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული
კლიენტებისათვის, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის, მიკრობიზნესების და ფიზიკური პირებისთვის.
სალიზინგო კომპანია პანდემიურ წელს შენარჩუნებული
აქტივობის შესახებ აცხადებს. სერვისების უწყვეტობაზე, რაც სწორი სტრატეგიის
შედეგია.
თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი
ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე
მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით.
Fitch -ი თიბისისგან შვილობილი კომპანიიის მაღალ
მხარდაჭერაზე აცხადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალიზინგო კომპანიას საფრთხე თუ
შეექმნებოდა, ეს რეპუტაციულ რისკს მიაყენებდა თიბისი ბანკს როგორც მის მფლობელს.
მსგავსი მხარდაჭერისთვის თიბისი ბანკმა არაერთხელ შეავსო
სალიზინგო კომპანიის კაპიტალი - ბოლოს, 2019 წლის დეკემბერში, და უკვე დაამტკიცა
დამატებით 2.5 მლნის კაპიტალის მხარდაჭერა.