ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9349        EUR 3.1066        GBP 3.6049        RUB 5.425        UAH 0.9936        AZN 1.7325        AMD 7.1934      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მეფე გიორგი ბრწყინვალეს ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი ცხადდება
10 დეკემბერი, 2021, 16:52
მეფე გიორგი ბრწყინვალეს ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი ცხადდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი, მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტების შექმნის მიზნით განმეორებით კონკურსს აცხადებს.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერიიდან "საქართველოს მეფეები“ შეირჩა ის მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. საკოლექციო სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალეს ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას აღნიშნული სერიის ფარგლებში მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად, ამ მიზნით აცხადებს ახალ კონკურსს შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად.

 

მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე (სერიიდან "საქართველოს მეფეები“) საკოლექციო დანიშნულების ოქროს და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები