ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9349        EUR 3.1066        GBP 3.6049        RUB 5.425        UAH 0.9936        AZN 1.7325        AMD 7.1934      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი მაი ვეის ჯერ სასიკეთოს ვერაფერს ჰპირდება
10 დეკემბერი, 2021, 21:19
მინისტრი მაი ვეის ჯერ  სასიკეთოს ვერაფერს ჰპირდება

თბილისი (GBC) - კონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანია „მაი ვეის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხის გარეშემო არსებული კითხვები. სააგენტოს განმარტებით, ავიაკომპანია „მაი ვეის“ სტრუქტურა და პარტნიორობის თანაფარდობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი არ არის, რის გამოც ავიაკომპანიას ამ ეტაპზე ლიცენზია შეუჩერდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი კანონმდებლობით ძალიან ცალსახად არის დადგენილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

„შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით.  თუმცა ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საუბარი და მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ საბოლოო ჯამში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რათა შემდგომში კვლავ მიმართოს სააგენტოს და მოხდეს ლიცენზიის ხელახლა გაცემა. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თუნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები