






USD | 2.9349 |
EUR | 3.1066 |
GBP | 3.6049 |
TRY | 0.1756 |

თბილისი (GBC) - საქართველოში სასტუმროების დატვირთულობა ნომბერში 39% იყო, რაც ოქტომბერთან შედარებით,
6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. TBC Capital-ის მონაცემებით, დატვირთულობა 51%-ს აღწევს დიდი
სასტუმროების შემთხვევაში, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. მცირე
და საშუალო ზომის სასტუმროების დატვირთულობა კი მხოლოდ 29%-ია.
5%-ით
შემცირდა სასტუმროების დატვირთულობა თბილისში და მან ნოემბერში 54% შეადგინა.
დატვირთულობა
პანდემიამდელ მაჩვენებელს აღემატება კახეთშიც სადაც ნოემბერში სასტუმროები 43%-იანი
დატვირთვიტ მუშაობდნენ - 73%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს.
მნიშვნელოვნად
შემცირდა დატვირთულობა საზღვაო ქალაქებში და მან ჯამში 17% შეადგინა.
ნოემბერში
TBC-ის არხებით
განხორციელებული გადახდები სასტუმროებში 8%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მონაცემს. თბილისში
ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი - 14% იყო.
ამასთან
, არარეზიდენტების მიერ ნოებერში საბანკო გადახდები სასტუმროებში (TBC-ის მეშვეობით) მიმდინარე წლის
ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.