






USD | 2.9349 |
EUR | 3.1066 |
GBP | 3.6049 |
TRY | 0.1756 |

თბილისი (GBC) - დაკრედიტება ნოემბერში 292 მლნ ლარით შემცირდა (- 0.7%m.m) გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.2%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 41.40 მლრდ ლარი შეადგინა (სებ-ის სტატისტიკა). ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით (1.39%-ით)გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით (2.66%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.03%-ით).
სავალუტო დაკრედიტების წლიური ზრდა (Y.Y) კვლავ აღმავალია. ნოემბრის მდგომაროებით 9.2%-ია (10/2021 - 7.9%Y.Y).. ლარის პორტფელი კლებად ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა კლება შენელდა. ნოემბრის მდგომაროებით წლიური ზრდა 25.86% -ია (10/2021 - 26.6%.).
სებ-მა ბოლო მპკ-ზე განაცხადა, რომ გადაწყვიტა დაკრედიტება სავალუტო სესხების შეზღუდვით მოეთოკა. სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა (10 წლამდე) და კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი). თუმცა ჯერ არ ამოქმედებულა. იანვრიდან შედის ძალაში. თან ამბობს, რომ
დაკრედიტების 20% ზრდა მშპ-ს სრაფად აღდგენის
პირობებში ინფლაციური წნეხის რისკებს არ აჩენს, თუმცა მაინც თოკავს.
სესხები მლრდ ₾
01.12.2021
01.09.2021
თიბისი ბანკი |
15,888 |
15,28 |
საქართველოს ბანკი |
14,891 |
14,43 |
ლიბერთი |
1,916 |
1,85 |
ვითიბი ბანკი |
1,522 |
1,53 |
პროკრედიტ ბანკი |
1,343 |
1,34 |
კრედო ბანკი |
1,425 |
1,2 |
ბაზისბანკი |
1,2 |
1,1 |
ქართუ |
0.962 |
1,0 |
წყარო: ბანკები > ₾1 მლრდ ილიარდუია