






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო დახმარებას 643 167 ადამიანი იღებდა, რაც 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე (2020 - 524 598 პირი).
ღარიბტა რაოდენობით 20.3% წილით პირველ ადგილზე თბილისი 130 748 ბენეფიციარით. შემდეგ იმერეთი -13%; ქვემო ქართლი 12% (77 681 ბენეფიციარი).
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების
რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2020
წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1
011 868 ადამიანი, 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1 091 378-მდე გაიზარდა. აქ
მატება თითქმის 8%-ია.