






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |
თბილისი (GBC) - Moody’s - მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა. პროექტის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონის პროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
"იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში", - აღნიშნულია Moody’s - ის ანგარიშში.
მომზადდა საკანონმდებლო ჩარჩო ქონებით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ (ე.წ Covered Bond). ბანკები გამოუშვებენ ფასიან ქაღალდს, რომელიც დაბალი რისკის მატარებელია და თითქმის გათანაბრებულია სახელმწიფო ობლიგაციასთან.
ბაზრის
პოტენციური მოთამაშეები საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო, სინდიცირებასაც
მოიაზრებენ. კერძოდ, მაგალითად რამდენიმე
ბანკის იპოთეკური პორტფელით უზრუნველყოფით, რეგიონული მოთხოვნის შესაქმნელად.
Covered Bond კრიზის გამძლეა, რაც პრაქტიკამ აჩვენა.ბაზრის პოტენციური მოთამაშეები საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო, სინდიცირებასაც მოიაზრებენ. კერძოდ, მაგალითად რამდენიმე ბანკის იპოთეკური პორტფელით უზრუნველყოფით, რეგიონული მოთხოვნის შესაქმნელად.
სებ-ი
თავის ნაწილში ბანკებთან სისტემის დახვეწაზე და კომპანიებისთვის ინსტრუმენტის
შესაძლებლობებზე მუშაობს.
ამ
დროისთვის კაპიტალის ბაზარი წარმოდგენილია აქციებიღთ, საერთასორისო ორგანიზაციების
და კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებით და მოლოდინია, რომ
ინსტრუმენტების ბაზა Covered Bond-ებით გაფართოვდება. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტი ამ
პროდუქტს სამომავლო პერსპექტივაში ხედავს.
ამ
დროისათვის ყველაზე აქტიურად გავრცელებული Covered Bond-ები გერმანიაშია.