






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავისტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და„წყალბადის“ ერთად დანახვისას, ავტომოყვარულების უმრავლესობას პირველ რიგში ახსენდება ელექტრო ავტომობილები საწვავისელემენტებზე (FCEV). თუმცა, ამჯერად, ტოიოტაყურადღებას საწვავის ელემენტებზე მეტად ძრავზეამახვილებს — წყალბადზე მომუშავე შიდა წვისძრავზე. ახალი ავტომობილების საწვავი 100%-ითსუფთა წყალბადია და მუშაობისას თითქმის არგამოყოფენ CO2-ს.
სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახლახან გამოცხადებულიწყალბადის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში - Super Taikyu Series, 2021 Powered by Hankook, რომელიც იაპონიაში გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ და GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტმა, კოჯი სატომ ისაუბრეს.
აკიო ტოიოდა, ტოიოტას პრეზიდენტი: „ჩემი სურვილია ხალხის აღფრთოვანება ავტოსპორტით. მინდა სპორტის ეს სახეობა გავხადო მდგრადი იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენ ნახშირბად-ნეიტრალურობისკენ მივისწრაფვით.
Toyota-ს გააჩნია წყალბადთან დაკავშირებულიგარემოსდაცვის ტექნოლოგია. ჩვენ GR Yaris-ისგამოშვების დღიდან 24-საათიან რბოლებშიწარმატებით ვასპარეზობთ. მინდა ROOKIE Racing-მა, რომელსაც Toyota-მ განვითარება ანდო, მიიღოსწყალბადის ძრავებთან მუშაობის გამოწვევა,რომელიც ვფიქრობ, ავტოსპორტის ფარულპოტენციალს წარმოადგენს.
გვინდა დავამტკიცოთ, რომ რბოლაში სამი ან ხუთისაათი გამძლეობა საკმარისი არ არის და აუცილებელია გქონდეს საიმისო მომზადება, რომგაძლო 24 საათის განმავლობაში. მე ერთ-ერთიავტომობილის პილოტი ვიქნები და დავამტკიცებ, რომ რბოლაში წყალბადი უსაფრთხოა.“
კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტი:„წყალბადის ძრავებს 2016 წლიდან ვიკვლევ. იმისგამო, რომ წყალბადი ბენზინზე უფრო სწრაფადიწვის, რეაქცია დიდია.
გასული წლის ბოლოს ჩვენ შევქმენით პროტოტიპი, რომელიც გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფდა „ავტომობილისიმ შეგრძნებას“, რომელიც ასე უყვართავტომოყვარულებს, ხმის და ვიბრაციის საშუალებით.
ეს ფაქტობრივად ხვალინდელ ტექნოლოგიებზე მუშაობაა. წყალბადი უამრავ გამოწვევას წარმოადგენს, რომელთა გადალახვა არც ისე ადვილია.“