






USD | 2.7141 |
EUR | 2.7662 |
GBP | 3.2835 |
TRY | 0.1511 |

თბილისი (GBC) –
Georgia Healthcare Group- ის (GHG) CEO-მ ნიკოლოზ გამყრელიძემ თავისი
კუთვნილი Georgia Capital-ის (GCAP)
ნულოვანი ღირებულების 53,191 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაანაღდა (≈£350
ათასის ღირებულების).
აღნიშნული მოცულობიდან საგადასახადო
ვალდებულებების
დასაკმაყოფილებლად
11,702 აქცია
დააკავეს, რის შედეგადაც გამყრელიძემ 41,489 ჩვეულებრივი აქცია მიიღო.
ამ ტრანზაქციების
შემდეგ გამყრელიძე ფლობს სულ 423,274 ჩვეულებრივ აქციას (≈£2.8
მლნ-ის ღირებულების) Georgia Capital
PLC-ში, რომელიც შედგება უშუალოდ მის საკუთრებაში არსებული განაღდებული და გადავადებული
აქციებისგან.
ტრანზაქცია 21 იანვარს განხორციელდა.
შეგახსენებთ,
წლის ბოლოს გამყრელიძეს 35,000 ცალი სახელფასო აქციაც გადაეცა. გუნდში ის
ერთადერთი იყო, რომელსაც გასული წლის ბოლოს გადაცემული აქციების 4 წლის განმავლობაში
განაღდება შეუძლია 25-25%-იანი პროპორციით.
აქციები
ასევე GCAP-ის მენეჯმენტშის სხვა
წევრებსაც გადაეცათ, მათ შორის, ირაკლი გილაურს (191,932), ავთანდილ ნამიჩეიშვილს
(72,000) და გიორგი ალფაიძეს (39,000).