GE EN
სხვა სიახლეები
„რუსული კანონი“ – აკუნინი ქართველებს თავისუფლების მოფრთხილებას ურჩევს

„როგორც წესი, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ. პირველ რიგში, კომპლექსი მაქვს, რომ „ნამდვილი ქართველი“ არ ვარ – ენაც კი არ ვიცი. მეორე – მე თან რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩარევა სხვის საქმეებში ასეთ ვითარებაში „იმპერიულობის გამოვლინებად“ აღიქმება.მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში გავიზარდე. მე „შვილი“ და „შალვოვიჩი“ ვარ. იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და ჩემთვის საგანგაშოა იმის ყურება, როგორ მისრიალებს დემოკრატიული ქვეყანა იმავე დაღმართზე, საიდანაც უფსკრულში მოწყდა რუსეთი.პოლიტიკური ოპოზიციისა და მკაცრი პრესის კიარა, პუტინიზმის უნდა გეშინოდეთ. გეშინოდეთ თავდასხმისა არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმს თქვენ სახლში ფესვების გადგმა სურს – თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. ამ ინფილტრანტს მერე ვეღარ განაგდებთ. ის დაღრღნის საქართველოს. ვიცით, გაგვივლია. თავიდან „უცხოელი აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, ამის შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“, ბოლოს კი პუტინის რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.ქართველებო, არ მისცეთ უფლება, ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, – წერს ბორის აკუნინი.

1713262581

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპი...

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და "QisaBags"-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადმიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:· ელექტრონული კომერციის ტიპები;· ონლაინ ბაზრების ტიპები;· Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry - ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე;· SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი;· Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;· ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა;· პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები;· Pinterest პლატფორმის მიმოხოლვა;· საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;· Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები;· საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool)· SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO);· Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება.· SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

1713261190

თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის

“ენთები” არის ბაზრის ლიდერი, აუთსორს კომპანია, რომელიც მეწარმეებს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს სთავაზობს. ამ გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნული მიმართულებით პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებაა. კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს და 500-ზე მეტ მომხმარებელთან თანამშრომლობს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შესთავაზონ სერვისი, რომელიც მათი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. გარდა კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრებისა, “ენთების” ჯგუფი ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს. მათ შორის ისეთს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის წყალობითაც, დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამაში. ამ პროცესს მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, თუმცა ენთები იმაზეც ზრუნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ჩაერთონ და საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა. მათ წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ “ენთებმა” ბიზნეს დაჯილდოება 2023-ზე გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის გაიმარჯვეს.თიბისი დაზღვევა მე-8 წელია ბაზარზეა და ეხმარება მომხმარებლებს ცხოვრების გამარტივებაში. ბრენდის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ბაზრისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. თიბისი დაზღვევის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა დისტანციურად არის შესაძლებელი. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხმარებლებს 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.“ენთებისთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება მაღალი სტანდარტებით. თიბისი დაზღვევა წლებია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია”“ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია “ენთებთან” თანამშრომლობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხის შეთავაზება და ცხოვრების გამარტივებაა.” - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი.

1713259653

ნათია თურნავა IMF-ის და WB-ის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილე...

ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან და ალტერნატიულ დირექტორ ვლად რაშკოვანთან. დაგეგმილია შეხვედრა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორ ჯიჰად აზურთან და მისიის სხვა წევრებთან.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასევე შეხვდება EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენე-ბასოს და სან-მარინოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს - კატია ტომასეტის.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდებიან. ქართული მხარე ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალსა და სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს გააცნობს.აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია ქართული დელეგაციის მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმში. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) პრეზიდენტს ალფონსო გარსია მორას.საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

1713258354

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ ს...

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, როგორც ოპოზიციას, ისე დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საფუძვლიანი არგუმენტები არ გააჩნია, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი. მისივე თქმით, ოპონენტები „დოგმატურად“ უდგებიან საკითხს.„მგონი საზოგადოება გუშინ დარწმუნდა იმაში, რომ არის მცდელობა ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ყველაფერი ეს არის დოგმით მსჯელობა და როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ 9 საათის განმავლობაში ბატონი მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის ერთი მარტივი კითხვა - რატომ? როდესაც ამ რატომზე არ არის არგუმენტირებული პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი. გუშინ ისმოდა კითხვა რატომ? მაგრამ პასუხი ამაზე ვერ გასცეს. ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ დოგმასთან გვაქვს საქმე, პასუხი იყო, იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ხომ ეს იყო ერთადერთი პასუხი? კი, მაგრამ ბრიუსელი ხომ გეუბნება არას? ვაშინგტონი ხომ გეუბნება არას? ქვეყანას სხვადასხვა ეტაპი აქვს გამოვლილი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს. ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გვეუბნებიან, რომ იმიტომ, რომ თქვენგან საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ არ უნდა. ვეუბნებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ანუ, ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობოების ნაწილს რატომ უნდა იყოს [ვეტინგი], გვეუბნებიან, იმიტომ, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ვეტინგი ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. აი ამ რატომზე როდესაც არ არის არგუმენტი არამედ, მითითებაა რაღაც ე.წ ავტორიტეტებზე, აქ ჩანს, რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხედავს, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და არგუმენტირებული განსჯის ჩახშობა, აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართება.ორშაბათს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან და სპეცდანიშნულების რაზმებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს.

1713254805

ლაშა ხუციშვილი IMF-ის და WB-ის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს.ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.ვიზიტში მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 

1713247250