






USD | 2.9349 |
EUR | 3.1066 |
GBP | 3.6049 |
TRY | 0.1756 |

თბილისი
(GBC) - ძაანაც
მინდა და დიდი სურვილი
მაქვს რეზერვების გაზრდის, მაგრამ
ფრთხილად უნდა მივუდგეთ,- სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სავალუტო ინტერვენციები დაანონსა.
ბიზნესპარტნიორში (საზმაუ) განაცხადა, რომ ინტერვენცია წელს აუცილებლად განხორციელდება. სები Bmatch-ზე 2-3 თვეა ვალუტას უკვე ყიდულობს. ბოლო საანგარიშო თვეში (აპრილი) $1 000 000 მლნ-მდე აქვს შესყიდული.
როგორც იცით სავალუტო რეზერვებმა ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც გარკვეულწილად სავალუტო სვოპების შეწყვეტამ განაპირობა (ბაზარს აპრილში ლარის ლიკვიდურობა ₾ 238 მლნ-ით შეუმცირდა). სებ-მა სვოპ ოპერაციები შეწყვიტა,რითაც ვალუტის სანაცვლოდ, ბანკი და მისო (ბანკის შუამავლობით),საკრედიტო აქტივობისთვის სებ-ისგან ლარს 2020 წლის აპრილიდან იღებდა.
სებ-ის პრეზიდენტი ირწმუნება,რომ ინტერვენცია კურსთან დაკავშირებული არაა.
ფუნდამენტური ფაქტორებით (რაშიც ბოლონდროინდელი
გზავნილების ზრდაც მოიაზრება) წახალისებულ ლარის გამყარებას შესაძლო ინტერვენციები
არ შეაჩერებს.
ამასთან რვა ქვეყანას შორის საქართველო
იყო ერთადერთი ყველაზე დაბალი რეზერვებით,თუმცა გამორჩეული პრობლემური სესხების
დაბალი კოეფიციენტით. რაც მაკროპრუდენციული რეგულაციის შედეგია.
აღნიშნა ისიც,რომ არსებული ფინანსური სტაბილურობა მოცემულობა არ არის.
ამას გარკვეული ზრუნვა და მონიტორინგი სჭირდება.