GE EN
სხვა სიახლეები
სადღესასწაულოდ რკინიგზა რეისებს ამატებს

 საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ticket.railway.ge-ზე; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

1713883800

პრემიერ: ბიზნესი მხარს უჭერს "ოცნებას"

ირაკლი კობახიძე ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას ოცნების ხელისუფლების მთავარ მიღწევად აფასებს.მისი თქმით, 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული,იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. დღეს კი თავისუფალია, რასაც აფასებენ ბიზნესმენები"მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“,- კერძო სექტორს პრემიერმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს მეტი შემოწირულობის მიზიდვისთვის უფრო მეტად გააქტიურდებიან. "„ენჯეოებისგან“განსხხვავებით, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია, ჩაიხედოს, როგორ წარიმართება ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას", განაცხადა პრემიერმა. 

1713877800

ოქროს გირაოს ფასმაც აიწია

მ/ო "რიკო ექსპრესის" ინფორმაციით, 958 სინჯის 1გ ოქრო 180 ლარად ფასდება. ღირებულება ერთ კვირაში, 6 ლარით, 3.4%-ით გაზრდილია.ოქროს ლომბარდის გირაოს ღირებულება ასევე გაზარდა მისო "კრისტალმა". 958 სინჯის, 1გ ოქროს, მსესხებელს 176 ლარად უფასებს. "ოქროს სესხს ოქროს პირობებით" თვიურ 1.5%-დან გასცემს. წლიური ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან განისაზღვრება.რიკოში აცხადებენ, რომ ოქროთი  უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს არ აღემატება. ამასთან დამატებითი ფარული ხარჯებიც არ არის 

1713877500

9 კმ სიგრძის ქვეშეთი–კობის გვირაბი გაიჭრა

„გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ.  ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,"- აღნიშნა პრემიერმა.პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად  მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და,  ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  დასტურია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა.პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონისგზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  1.2 მილიარდი ლარია.

1713871859

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ნაკრებს 30...

ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ სამშაბათს, 23 აპრილს გაავრცელა.

1713870451

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ს პირველი ფილიალი გ...

პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.KIABI – ის პირველი ფილიალის  გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება. KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და  ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ  საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME. „კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით,  არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა“საქართველოს ბანკისა  და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში.  მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის  ფილიალი გაიხსნა.  მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

1713869734