ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-მ 2021-ში დირექტორატს 26 მლნ ლარი გადაუხადა/რეიტინგი
მარიამ მინაძე
24 მაისი, 2022, 19:19
TBC-მ 2021-ში დირექტორატს 26 მლნ ლარი გადაუხადა/რეიტინგი

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში კვლავინდებურად მაღალანაზღაურებადი მენეჯერების სიმრავლე შეინიშნება, რაც მათ მიერ მიღებული შემოსავლებიდანაც ჩანს. FY21-ის განმავლობაში, TBC-ის დირექტორატიდან თითოეულის ანაზღაურებამ 1-1 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

კერძოდ, საანგარიშო წელს, TBC-მ 6 დირექტორს საერთო ჯამში 25.7 მლნ ლარი გადაუხადა ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურების სახით, საშუალოდ თითოს კი 4.3 მლნ.

მთლიანი ფიქსირებული ანაზღაურების სახით,  ბანკის 6-მა დირექტორმა 11.4 მლნ მიიღო, ხოლო ცვლადი ანაზღაურების სახით, რომელიც გადავადებულ აქციებში გამოიხატება, 14.3 მლნ ლარი. დირექტორატისთვის გადაცემული აქციების ჯამურმა რაოდენობამ კი  81,987 აქცია შეადგინა.

TBC-ის 6 დირექტორი FY21-ს ბოლოსთვის საერთო ჯამში £22.7 მლნ-ის აქციებს ფლობს.

რეიტინგში მოცემულია დირექტორატის მიერ FY21-ის ბოლოსთვის, აქციების ფლობისა და მათი ღირებულების მაჩვენებლები.

დირექტორი

აქციების რ-ობა

ღირებულება £

ვახტანგ ბუცხრიკიძე

1 026 263

14,675,561

ნინო მასურაშვილი

302 752

4,329,354

გიორგი თხელიძე

127 317

1,820,633

ნიკოლოზ ქურდიანი

72 480

1,036,464

თორნიკე გოგიჩაიშვილი

54 755

782,997

გიორგი მეგრელიშვილი

1 862

26,627

სულ

1 585 428

22,671,620

 



"ბიზნესპარტნიორი"

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები