ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალდაგის ახალი პროდუქტი საგზაო გადამზიდველებისთვის
22 ივნისი, 2022, 12:38
   ალდაგის ახალი პროდუქტი საგზაო გადამზიდველებისთვის

თბილისი (GBC) - ალდაგში საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR)  უკვე შესაძლებელია. ალდაგის ახალი პროდუქტი ერთეული გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი და წინასწარ განსაზღვრული პირობებით ერთი კონკრეტული გადაზიდვის დაზღვევას გულისხმობს.

საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევით სარგებლობა და რისკებისგან დაცვა ნებისმიერ საგზაო გადამზიდავ კომპანიას შეუძლია. ამ პროდუქტის ფარგლებში, ანაზღაურდება ზარალი, რომლის გადახდის ვალდებულება გადამზიდველ კომპანიას CMR კონვენციის შესაბამისად საგზაო გადაზიდვების შესრულების პროცესში ტვირთის ფიზიკური დაზიანების გამო წარმოეშვება. ასევე დაიფარება უშუალოდ კონტეინერის დაზიანება/განადგურება/დაკარგვა.

პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ პოლისის შეძენა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. პოლისი თითოეულ გადაზიდვას ერთჯერადად ფარავს, პრემია კი შესაძლო ფინანსურ ხარჯებთან შედარებით,  რომელიც შეიძლება საგზაო გადამზიდველს დაეკისროს მინიმალურია“- აცხადებენ ალდაგში.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და საერთაშორისო გადამზღვეველი პარტნიორების რეპუტაციით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები