






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი (GBC) - BAG-ს მიერ გამოკითხულ კომპანიათა 29.9% აცხადებს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო კომპანიათა 5.6%-ში მცირდება. კომპანიათა უმეტესობის (64.5%) განცხადებით, დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება. სექტორებს შორის, მრეწველობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა ყველაზე დიდი ნაწილი (40%) ამბობს, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 2022 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.
ვაჭრობის, მშენებლობის
და მომსახურების სექტორებში გამოკითხულ კომპანიათა მნიშვნელოვანი ნაწილი (65.7%,
63.6% და 69.6%, შესაბამისად) ამბობს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან
შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება.
გამოკითხული კომპანიების
31.8% თვლის, რომ 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა
რაოდენობას გაზრდის, მხოლოდ 3.7% ვარაუდობს კლებას.
კომპანიათა უმეტესობა (64.5%) არ აპირებს დასაქმებულთა
რაოდენობის ცვლილებას. დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მრეწველობის
სექტორში ფიქსირდება, სადაც 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით,
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას კომპანიათა 46.7% ვარაუდობს. აღნიშნულს, სავარაუდოდ,
განაპირობებს ამ სექტორში არსებული პოზიტიური მოლოდინი გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით. სექტორებს შორის, მომსახურების სექტორში გამოკითხულ კომპანიათა ყველაზე დიდი ნაწილი
(76.1%) მიიჩნევს, რომ 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით,
დასაქმებულთა რაოდენობა არ შეიცვლება.