ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესის 30% ფასების ზრდის ტემპის შენარჩუნებას ელის, 1.9% შემცირებას
27 ივნისი, 2022, 15:57
ბიზნესის 30% ფასების ზრდის ტემპის შენარჩუნებას ელის, 1.9% შემცირებას

თბილისი (GBC) - გამოკითხული კომპანიების 37.1% აცხადებს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, გაყიდვების ფასები იზრდება. 58.1%-ის განცხადებით, გაყიდვების ფასები არ იცვლება და მხოლოდ გამოკითხულ კომპანიათა 4.8%-სთვის მცირდება, - ასეთია ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

 ფასების ზრდა დააფიქსირა მშენებლობის სექტორში გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა. ამ სექტორში, კომპანიების 50%-მა განაცხადა, რომ გაყიდვების ფასები, 2022 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა.

 აღსანიშნავია, რომ მრეწველობის სექტორში არც ერთი გამოკითხული კომპანია არ აფიქსირებს გაყიდვების ფასების შემცირებას 2022 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით.

ამასთან, გამოკითხულ კომპანიათა 29.9% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას, 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით. მაშინ როცა 68.2% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.9% ვარაუდობს, რომ ფასები დაიკლებს.

სექტორებს შორის, მშენებლობის სექტორში პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია (63.6%) მოელის ფასების ზრდას, 2022 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით.  აღსანიშნავია, რომ მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში არც ერთი გამოკითხული კომპანია არ მოელის ფასების შემცირებას 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები