






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი (GBC) - მობილური კომპანიების შემოსავლები ზრდას განაგრძობს.
კომპანიებმა მხოლოდ აპრილში 52.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 21%-ით
გაზრდილი მაჩვენებელია, მაშინ როდესაც აბონენტების რაოდენობა მხოლოდ 4%-იან ზრდას აჩვენებს.
შემოსავლის ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად კომპანია
მაგთიზე მოდის - აპრილში კომპანიამ 25.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად
27.4 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. 18.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო სილქნეტმა
- წლიური ზრდა 20.6%-ია, ხოლო ვიონმა - 8.8 მლნ ლარი - წლიური ზრდა 7.7%.
აპრილის თვის საშუალო ARPU (შემოსავალი, რომელსაც
კომპანია თითო აბონენტისგან იღებს) 2021 წლის აპrილთან შედარებით გაიზარდა 16,6%-ით.
კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ჯამური საშუალო ARPU 10.2 ლარია.
კომპანიების მიხედვით, ყველაზე მეტ თანხას თითო აბონენტისგან მაგთი იღებს - 11.7 ლარი,
სილქნეტი - 10.9 ლარი, ხოლო ვიონი - 6.8 ლარი.
პარალელურად ინტერნეტის შემოსავლების წილი მთლიან
შემოსავლებში სულ უფრო და უფრო იზრდება და კლებულობს ხმოვანი მომსახურების წილი. რისი
მიზeზiც არის ახალი, არატრადიციული მომსახურებების მზარდი მოხმარება (ვაიბერი, ვოთსაპი
და მსგავსი აპლიკაციები).