ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი SIDA-ს გენდირექტორს შეხვდა
28 ივნისი, 2022, 21:04
მინისტრი SIDA-ს  გენდირექტორს შეხვდა

თბილისი (GBC) - ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს კარიმ იამთინს და შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

განიხილეს საქართველოსა და შვედეთის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.

საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებსა და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკასა და სხვ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შვედეთის მხარდაჭერაზე საქართველოს მიერ DCFTA - ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების) ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მიმართულებით.   

ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შვედეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ დონორ ქვეყნებს შორის მეხუთეა და პროექტებს საქართველოში, ძირითადად, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს SIDA - მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე საქართველოში, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის, ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარებისგარემოს დაცვის, ქალთა უფლებების გაძლიერების, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარების და სხვა პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერისთვის.

ამასთან აღინიშნა, რომ SIDA - 2021-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნებს შორისაა. ამასთან, ახალი სტრატეგიის ფარგლებში იზრდება საქართველოს დახმარების მოცულობა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები