






USD | 2.7178 |
EUR | 2.7806 |
GBP | 3.2959 |
TRY | 0.1513 |

თბილისი (GBC) - წყალი „სნოს“ მწარმოებელი კომპანია ,,აქვა გეო’’ მზის ენერგიაზე გადადის. 500-კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მოწყობა ივლისში დასრულდება და საწარმოს სრულად მოამარაგებს ელექტროენერგიით.
სამონტაჟო სამუშაოებს ,,ჰელიოს ენერჯი’’ ასრულებს. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვახტანგ შანშიაშვილი GBC.GE–სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიურ მიზნებს ემსახურება.
მისივე თქმით, კომპანია 3-4 წელიწადში ივნესტირებული თანხის სრულ უკუგებას ელოდება. ამის შემდეგ საწარმოს ფაქტიურად უფასო ენერგია ექნება.
კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიასგან'' ელოდება ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩასმას, რომლითაც კომპანია ჭარბად გამომუშავებულ ენერგიას ან სხვა ლოკაციაზე ჩაითვლის, ან თანხაში დააგენერირებს.
მზის
პანელები
საწარმოს
სახურავზე
განთავსდა
და
3400კვ/მ დაიკავა.
ჯამური
ინვესტიცია
კი
1 მლნ
ლარს აღწევს.