ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7178        EUR 2.7806        GBP 3.2959        RUB 4.4781        UAH 0.7359        AZN 1.6029        AMD 6.7023      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბანკები ითვლიან, სებ-ი აჯამებს
1 ივლისი, 2022, 17:01
ბანკები ითვლიან, სებ-ი აჯამებს

თბილისი (GBC) - სებ-ის  ახალი რეგულაცია, რომელიც ბანკს  მსესხებლის შემოსავლის მეტობით დაანგარიშებას  ავალდებულებს, ამოქმედდა, იმის მიუხედავად, რომ  ბანკებს და კრედიტინფოს ბაზების გადათვლა არ დაუსრულებიათ.


ცვლილება არსებულ მსესხებელს არ ეხება, თუმცა მისი გადახდებიც გადაითვლება, რადგან როცა სესხს დაიმატებს, ახალ ვალდებულებებთან ერთად ძველიც +3% მეტობით უნდა იყოს გამოყვანილი.

 

მარტივად რომ ავხსნათ 15%-იან იპოთეკაზე, სესხის დასაფარი  თვიური შენატანი, დაანგარიშდება 18%-იანი სესხის პირობით. ამ სქემით იპოთეკარს  სესხი არ უძვირდება, მაგრამ მოცულობა უმცირდება, რადგან ყოველთვიურად შესატანი ულუფა მეტობით უანგარიშდება.

 

რეგულაცია მსესხებლის მომზადებას ითვალისწინებს, იმ თარიღისთვის, როცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების (11%+X) ან სხვა მიზეზით სესხი გაუძვირდება.


რაც იმას ნიშნავს, რომ როცა (თუ ) განაკვეთი 1,2 ან 3%-ით გაიზრდება, იპოთეკარს  სესხის მომსახურება აღარ გაუჭირდება.

 

ბანკების ინფორმაციით, 1 ივლისამდე  + 3-ით გადათვლა ვერ მოასწრეს, ვერც კრტედიტინფომ. გადასაანგარიშებელია საცალო მსესხებლის შენატანები. ასევე  არასტანდარტული ბიზნესსესების, რომელიც კვარტალურდა იხდება. სებ-ის და ბანკების შეხვედრა შემდეგ კვირაში გაიმართება

 

გადახდისუნარიანობის შეფასება, სებ-ის ბოლოდროინდელი რეგულაციების პაკეტის ნაწილია. ჯერ კაპიტალის მოთხოვნა გაზარდა დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი CICR). სავალუტო იპოთეკის ვადა დაამოკლა და  ბოლოს  დაამატა PTI –ის 50%-დან  25% -მდე შემცირება. რაც მსესხებლისთვის მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს

 

რაც შემდგენაირად ახსნა, - ახლადამოქმედებული სავალუტო დაკრედიტების რეგულაციამ დედოლარიზაცია უნდა დააჩქაროს, რაც ნიშნავს რისკების შემცირებას.  ფიზიკური პირები, შემოსავლის ზღვრის აწევამ ჭარბვალიანობას უნდა გადაარჩინოს.  ცვლადგანაკვეთიანი სესხებისთვის დამატებითი ბუფერის მოთხოვნა კი სებ-ის ანალიზით ყველაზე დროულია,  ევროს და დოლარის საპროცენტო განაკვეთების გლობალური ზრდის გათვალისწინებით.

 

25%-იანი სასესხო კოეფიციენტის  სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდა და  იპოთეკის  3%-იანი ბუფერით  გადაზღვევა, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით იყო ინფლაციური მოლოდინების მოსათოკი  მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების რეკალიბრაცია  (პროცესი: ვაკვირდებით, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, რისკები რომ  არ გადაიზარდოს ფინანსური სრტაბილურობის შერყევაში). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები