GE EN
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა შპარკასეს ასოციაციის დელეგაციას შეხვდა

თავის მხრივ გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) და საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ ფინანსური განათლებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე."აქტიურად ვმუშაობთ  მდგრადი დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, გუნდური მუშაობით მივაღწიეთ. ეროვნული ბანკი რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული. "შპარკასე" ჩვენი ერთგული პარტნიორია და ამ ტრანსფორმაციულ პროცესში მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - განაცხადა ნათია თურნავამ. გერმანელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ პროექტის აქტივობებსა და მათ შედეგებს, განსაკუთრებით კი ფინანსური განათლების პროექტების მიმდინარეობას და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს (ESG). ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა გერმანული ფონდი "შპარკასეს" ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოს საფინანსო სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გამარტივებისთვის შეიმუშავეს ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა - რისკის რადარი, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საკრედიტო რისკების შეფასების ინსტრუმენტი, ESG ანგარიშების მომზადების სახელმძღვანელო და ინსტრუმენტი ფინანსური ემისიების გამოსათვლელად. ამგვარად, საქართველო რეგიონში მოწინავეა ამ მიმართულებით. "შპარკასეს" ფინანსური ჯგუფი 510 ინსტიტუციით, დაახლოებით 11,000 ფილიალით, 291,000 თანამშრომლითა და 3,330 მილიარდი ევროს ოდენობის მთლიანი ბიზნესის მოცულობით, ყველაზე დიდი ფინანსური სერვისების მიმწოდებელია ევროპაში. ის დაარსდა 200 წლის წინ და მას შემდეგ შპარკასეს მისია ფინანსური ინკლუზიისა და ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობაა.

1713284040

BMatch-ზე eMoney-ც შევიდა

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (PSP) ინფორმაციით, Mastercard-ის მფლობელი, კრიპტო ანგარიშიდან, საბარათე ტრანზაქციებით შეძლებს ნებისმიერი მომსახურების და პროდუქტის შეძენას.ბარათი, ერთდროულად  მიებმება ელექტრონულ (eMoney) და ციფრულ საფულეს (mycoins). MyCoins eMoney-ის შვილობილი VASP -ია (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი).eMoney-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასაზუსტებელია M/C-ით ბანკომატში თანხის განაღდება მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი, ისევე როგორც კრიპტოაპარატში, თუ აშშ დოლარშიც. ასევე უცნობია აღდგება თუ არა დაკრედიტება. eMoney-ს შეთავაზებაში იყო კრიპტოსესხიც, მოცულობა გირაოს 1/2-ით განისაზღვრებოდა და 14-დან 90 დღემდე ვადით გაიცემოდა.eMoney 16 წელია ბაზარზე, 2 მლნ -ზე მეტი კლიენტი ჰყავს და ემსახურება სხვადასხვა გადახდებს, მ.შ. კომუნალურს, საბანკოს. ელსაფულეთი შესაძლებელია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნაც.სებ-ში რეგისტრირებულ PSP-ს ასევე აქვს აზარტული საფულე, ფსონებისთვის. ემსახურება როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონული ვალუტის ტრანზაქციებს.კრიპტოსაფულეში 13 ვალუტაა, თუმცა რეალურად ამ დროისთვის 12 რჩება, რადგან wiva-ზე გარიგებები შეჩერებულია.eMoney აშშ დოლარით უკვე BMatch-ზეც ვაჭრობს.

1713272100

ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რაც სხვადასხვა ხელშესახები სარგებლის შეთავაზებასაც გულისხმობს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომლის თანახმად, დაზღვეულ მძღოლებს სხვადასხვა საჩუქარს ვთავაზობთ, რათა მათ დაზღვევასთან ერთად მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. ვცდილობთ, ეს სარგებელი უშუალოდ მანქანის მოვლასთან და მძღოლის კომფორტთან იყოს დაკავშირებული, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ არაერთი საჩუქარი გვექნება,“ - აცხადებენ ალდაგში;ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილი.

1713267872

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

1713266646

ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად ცნეს

„ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი.  კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიკურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“, – ნათქვამია კომკომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713266161

შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავებაში ასოციაციები ჩაე...

ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავების ასოციაციებში გაწევრიანების პირობებიც, რაც  გააადვილებს და ცივილურ ფორმას მისცემს მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას.„შეხვედრა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას მცირე რაოდენობით გადმოეცემა, ნაყოფიერად წარიმართა, სადაც ვიმსჯელეთ სააგენტოსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  ასევე განვიხილეთ საკითხი შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციების ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ზოგადად სახმელეთო გადაზიდვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოთქვეს მზაობა შემდგომ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

1713263607