GE EN
სხვა სიახლეები
დოლარიზაციას სებ-ის ლარიზაციის ინექციები ვერ ერევა

კრედიტები ეროვნული ვალუტით, 562 მლნ ლარით (+1.93%m.m) , უცხოური ვალუტით კი 974.6 მლნ ლარით (+4.22%m.m) გაიზარდა.იურიდიული პირების პორტფელი 24 მლრდ ლრია და აქედან 15,2 მნლრდ ლარის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხებიაფიზიკური პირების დაკრედიტება მარტში 2%-ით (+₾548 მლნ.m.m) ლარით, 28 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ლარიზაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მ.შ. სავალუტო სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის 300 000-მდე გაზრდა (რომელიც 400 000-მდე იზრდება) ჯერ ეფექტს არ იძლევა.სესხების დოლარიზაცია გაზრდილია 44.8%-მდე. 0.55%პ-ით. ბაზარზე 17 ბანკია, მ.შ. სებ-ის ანგარიშგებაში "ჰეშის" გარდა ყველა მონაწილეობს. მარტში სისტემაში პეივბანკი ჩაერთო. 

1714059180

თურქეთის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 22–წლიან მაქსიმუმზე შეინარჩუნ...

თცბ–ის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, რეგულატორი მკაცრ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე არ მოხდება ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების შესამჩნევი და მდგრადი შემცირება.ამასთან, თცბ იმის პირობასაც დებს, რომ ინფლაციური პროცესების გაუარესების შემთხვევაში ფულად–საკრედიტო პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

1714056711

BOGG AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევარებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,  გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.

1714053900

გაზრდილი CashBack - ის ახალი აქცია იწყება

 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში.

1714051200

თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე - ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე -  https://tbcconcept.ge/

1714050758

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბან...

ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება.„უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შეთავაზებს მაყურებელს. „უცნაური მისის სევიჯი“ რწმენას და იმედს არ კარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და  თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შესწევს კაცობრიობას. რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები ასრულებენ.

1714048504