საგარეო ვალის 35,8% ($8,66) სამთავრობო სექტორზე მოდის. მათ შორის მოკლევადიანი ვალდებულებების მოცულობა მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის $116,3 მლნ–ს შეადგენდა, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა $8,54 მლრდ იყო.საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის 30% ბანკებზე მოდის ($7,26 მლრდ). აქედან თითქმის ნახევარი – $3,27 მლრდ მოკლევადიანი ვალდებულებაა, ხოლო $3,99 – გრძელვადიანიქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მხოლოდ 3,6% მოდის საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც ფულად გამოსახულებაში $874,1 მლნ–ს შეადგენს. ამ ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გრძელვადიანია.სხვა სექტორების საგარეო ვალი $4,64 მლრდ–ს უდრის, საიდანაც $1,6 მლრდ მოკლევადიანი, ხოლო $3,95 მლრდ – გრძელვადიანი.
1711695597
ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ვარშავასა და ტიხიში. შედეგად, ძალოვნებმა 48,5 ათასი ევრო, 36 ათასი აშშ დოლარი და ინფორმაციის ციფრული მატარებლები, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს. დაიკითხნენ საქმის ფიგურანტები.„დოკუმენტურად დაფიქსირდა საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო პრორუსული ინიციატივების ორგანიზებაზე და ევროპის კავშირის ქვეყნებში მედიაკამპანიის წარმოებაზე. ქსელის მიზანი იყო კრემლის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია“, – განაცხადა სპეცსამსახურების მინისტრის პრეს–სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ.მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯაშუშების მეშვეობით ცდილობს პოლონეთის პოზიციის დასუსტებას საერთაშორისო არენაზე, უკრაინის დისკრედიტაციას და ევროპის კავშირის სტრუქტურებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამ მიზნების მისაღწევად შექმნეს საიტი Voice of Europe. პორტალზე ქვეყნდებოდა სტატიები მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, თქვა დობჟინსკიმ და დასძინა, რომ სპეცსამსახურებმა ქსელის დაფინანსების სქემაც გაშიფრეს.
1711692798
ქართულმა მხარემ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები, მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებსაც.ნათია თურნავამ ნიდერლანდურ მხარეს თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური მხარე სებს არაერთი მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ფინანსური განათლების მიმართულებით."ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისთვის საერთო საზრუნავია. ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია", - აღნიშნა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
1711636161
შემოსავლების სამსახურმა საცალო და კერძო სექტორს, მ.შ. საბანკოს უკვე შეახსენა დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღი - 1 აპრილი*.წელს ბანკები 2023 წლის მოგებიდან (წმინდა მოგება: ₾2.7 მლრდ; დაუბეგრავი ₾3.2 მლრდ) გადასახადს უკვე 20%-მდე გაზრდილი განაკვეთით ისტუმრებენ, მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ე.ი. უფრო მეტს. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემის, რომელზეც სექტორი H1/2023-იდან გადავიდა.
1711634753
ნიკოლოზ ხუნძიკავშილის თქმით, „ნატახტარს“ ექსპორტზე, ძირითადად, ლიმონათი გააქვს. შესაბამისად, კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის (ლუდი, ლიმონათი) საექსპორტო ფასებზე რუსეთში მოსალოდნელი საფასო ცვლილებები პრაქტიკულად არ აისახება.„რაც შეეხება ლუდს, იგი მცირე რაოდენობით გააქვს „ნატახტარს“ და დაახლოებით 1,5 მილიონი ლიტრია ექსპორტირებული რუსეთში, რომელსაც, ძირითადად, ჰორეკა სექტორი ყიდულობს. თუ გაიზრდება აქციზის ფასი, თავის მხრივ, „ნატახტარიც“ გააძვირებს თავის პროდუქციას“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძიკაშვილმა.საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს იანვარში და თებერვალში ექსპორტზე სულ $502.15 ათასი ღირებულების ალაოს ლუდი გავიდა, რაც შეეხება არაალკოჰოლურ ლუდს, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით, იანვარ-თებერვალში ექსპორტზე $155.57-ის გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წლის იანვარ-თებერვლში არაალკოჰოლური ლუდი, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით $175.61 ათასის შემოვიდა საქართველოში, ხოლო ალაოს ლუდი $601 ათასის.მანამდე, მარტში, რუსეთის ფედერაციის საცალო ვაჭრობის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ლუდის ფასების ზრდა ბუნებრივია, რადგან ნედლეულის ღირებულებასთან ერთად იზრდება ლოგისტიკის ხარჯებიც.
1711632496
EBRD–ის განცხადებით, სესხი აღმოფხვრის ბაზრის ზოგიერთ ხარვეზს, როგორც მიწოდების (ადგილობრივი ვალუტით დაფინანსება), ასევე მოთხოვნის (MSME-ის ცოდნა და ექსპერტიზა) მხრიდან. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხი საშუალებას მისცემს კრედოს განაგრძოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტიციების მხარდაჭერა ადგილობრივი ვალუტით საშუალოვადიანი დაფინანსებით, რომელიც კვლავ შეზღუდულია ბაზარზე.Credo გააგრძელებს რეგიონალური და პერიფერიული მომხმარებლების მხარდაჭერას ფილიალებისა და კონსულტანტების ქსელის, ასევე ონლაინ დაკრედიტების შემდგომი გაძლიერებული არხების მეშვეობით.პროექტი ხელს უწყობს კრედოს გაფართოებას MSME-ების სეგმენტში, ახალი კლიენტების მოზიდვით და მისი რეგიონალური წვდომის გაძლიერებით.საქართველოს საბანკო ბაზარზე კრედო ბანკი მე-5 უმსხვილესია 2,5 მლრდ ლარის აქტივების, ფლობს მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 3,2%-ს, მთლიანი სასესხო პორტფელის 3.84%-ს და კლიენტების დეპოზიტების 1.83%-ს.კლიენტი იყენებს EBRD-ის გამოცდილებას უფრო მაღალი ინკლუზიისა და გენდერული სტანდარტებისა და/ან თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმების შესახებ (მაგ., სესხის შემოსავლის 45% გაიცემა ქალთა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე).
1711629597
სელფისა და ალდაგს შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პა...
1711105201
საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
1710765780
სებ-მა კიდევ 2 კრიპტო პლატფორმა დაარეგისტრირა
1711128000
BOGG-ის მენეჯმენტმა აქციები გაანაღდა
1711110480
წარმატებული ემისიისთვის GSE ემზადება
1710941928