ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9691        EUR 3.2797        GBP 3.6989        RUB 4.6131        UAH 1.2042        AZN 1.7457        AMD 6.2376      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰენკელი საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს
ნინო შუბითიძე
10 ნოემბერი, 2015, 17:54
ჰენკელი საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს

თბილისი (GBC) - პრემიერი საქართველოში "ჰენკელის" შემოსვლას მიესალმება.  

„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა "ჰენკელი", შემოდის საქართველოში და ჩვენს რეგიონში. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე მქონდა დავოსში, იანვარში და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარისხი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა  გარდაბანში გამართულ პრეზენტაციაზე.   

გერმანულმა კონცერნმა საქართველოში წებოცემენტის საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ახალი საწარმო გამოუშვებს ცნობილი ბრენდის Ceresit-ის სამშენებლო წებოვან მასალებს, გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას.

წარმოებული პროდუქტი (წებოვანი სამშენებლო მასალა) ექსპორტზე გავა და გაიყიდება კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანაშიც.

საწარმო ფუნქციონირებას დაიწყებს 2016 წლის მეორე კვარტლისათვის. ქარხნის მშენებლობაში „ჰენკელი" 8 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები