ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.887        EUR 3.187        GBP 3.7823        RUB 4.673        UAH 1.1826        AZN 1.6974        AMD 6.0309      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა
15 დეკემბერი, 2015, 15:05
საქართველოში ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა
თბილისი (GBC) - საქართველოში ფასდაკლებების და ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი Ecoupon.ge ამოქმედდა.
საიტის დამფუძნებლები ამბობენ, Ecoupon.ge გამოირჩევა თავისი სიმარტივით, დახვეწილი ინტერფეისით და  სისწრაფით.
დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ოთხი ველის შევსებით, ან Facebook ანგარიშის გამოყენებით;
„ჩვენი ვებ-გვერდი ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთებზე ექსკლუზიური შემოთავაზებით გაეცნო საზოგადოებას, საიტს კუპონების შეძენა ახალ სტანდარტებამდე ავიყვანეთ. ჩვენთან  შეთავაზებების არჩევანი მრავლფეროვანია და უმეტესობა ექსკლუზიური პირობებით, ფასები გადამოწმებულია და მომხმარებელი დაზღვეულია კარგი სერვისის მიღების გარანტიით“, - აცხადებენ საიტის შემქმნელები.
ვებ-გვერდის IT მხარდაჭერაში, ადგილობრივ პროფესიონალ გუნდთან ერთად, ჩართულია ქართველი სტუდენდი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT) ცოტნე ტაბიძე. 
კომპანია აცხადებს, რომ მიზანს ქართულ რეალობაში ინტერნეტ-შოპინგის აქტიური დანერგვა წარმოადგენს.
Ecoupon ბიზნესს სთავაზობს ურისკო მარკეტინგს და მზა პლატფორმას შეთავაზებების გასარეკლამებლად და სარეალიზაციოდ, შედეგად, უკვე 200-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანიაა ვებ-გვერდზე წარმოდგენილი.
Ecoupon-ზე მოქმედებს მოქნილი და მარტივი ბონუს ქულების სისტემა: მომხმარებელს ყოველ შენაძენზე ერიცხება განსაზღვრული რაოდენობის ქულები, რომელთა გადაცვლაც ნებისმიერ დროს შეუძლია  საჩუქარში. საჩუქარების კატალოგი განახლებადი და მრავალფეროვანია.
 „ფილოსოფია ასეთია - რომ მომხმარებელმა თავი უნდა იგრძნოს დაფასებულად, უნდა მიიღოს მაქსიმალურად მომგებიანი შეთავაზებები, უნდა გააკეთოს საუკეთესო არჩევანი - სწორედ ეს აქვს მიზნად დასახული გუნდის თითოეულ წევრს; საიტი და გუნდი მუშაობს ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლებს კი წინ უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო სიახლე ელოდებათ“ აღნიშნავს ვებ-გვერდის დამფუძნებელი და დირექტორი დავით მიროტაძე.
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები