ოქრო NYMEX(უნც.)  1224.90  +0.81%    |    პლატინა (უნც.)  852  +1.45%    |    ვერცხლი (უნც.)  14.39  +0.76%    |    პალადიუმი NYMEX  1074.10  +0.83%    |    ნიკელი (ტონა)  11610  +0.58%    |    ალუმინი (ტონა)  1959.25  +0.18%    |    ნავთობი (Brent)  74.69  -0.44%    |    გაზი(NYMEX)  3276  +0.46%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.18  -1.05%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112.95  +0.49%    |    ხორბალი (ტონა)  503.75  +0.50%    |   
 USD 2.7146        EUR 3.08        GBP 3.5325        RUB 4.043        UAH 0.974        AZN 1.6084        AMD 5.5684      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ანონსი << უკან
ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს
28 მარტი, 2016, 12:52
ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს

თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.  

2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის სადაზღვევო პორტფელის მოცულობამ (სტატისტიკურად მოზიდული პრემია) 70,765 მლნ ლარი შეადგინა.

პორტფელის 35,6% - 25,25 მილიონი, ქონების დაზღვევაზე მოდის. ამ მაჩვენებლით ის ბაზრის ლიდერია.

ასევე ლიდერია სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებით. ავტოდაზღვევის პორტფელი 23,6 მილიონს აღემატება და ჯამური პორტფელის კიდევ ერთი მსხვილ სეგემენტს წარმოადგენს.

სიცოცხლის დაზღვევიდან „ალდაგმა“ შარშან 6,15 მილიონზე მეტი მოიზიდა; ტვირთების დაზღვევიდან 2,11 მილიონზე მეტი, ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან 6,55 მილიონი. ბაზრის ორივე სეგმენტში „ბიჯეო ჯგუფში“ შემავალი სადაზღვევო კომპანია პირველობას ინარჩუნებს.

საანგარიშო პერიოდში „ალდაგის“ დამდგარი ზარალი 27,68 მილიონი იყო. ანაზღაურებულმა ზარალმა 24,78 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, 2014 წლის 1 აგვისტოდან „ალდაგი“ 3 კომპანიად გაიყო. „ალდაგის“ სახელით ოპერირება გააგრძელა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც სიცოცხლისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბიზნესის სეგმენტში ოპერირებს.

ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე „სადაზღვევო კომპანია იმედი L“, სამედიცინო მომსახურების მიმართულებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  მუშაობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები