ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0747        EUR 3.6272        GBP 4.0294        RUB 4.2244        UAH 1.1153        AZN 1.8086        AMD 6.3335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისის კიდევ ერთი, მაღალი დონის მენეჯერი შეემატა
16 იანვარი, 2017, 20:13
თიბისის კიდევ ერთი, მაღალი დონის მენეჯერი შეემატა

თბილისი (GBC) -  თიბისი ბანკი კიდევ ერთი მაღალი დონის მენეჯერით გაძლიერდა. 

ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და რისკების მართვის მთავარ ოფიცრად დავით ჭყონია დაინიშნა.

ბანკის განცხადებით, ჭყონია 15 წლიან საერთაშორისო გამოცდილებას შესძენს თიბისის რისკების მართვის მიმართულებით.

დავითი ამ დრომდე დირექტორის პოზიციას იკავებდა  BlackRock Solutions Group-ში. ის ასევე წამყვან პოზიციებზე მუშაობდა European Resolution Capital-ში, Goldman Sachs-სა და  EBRD-ში.

დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დავით ჭყონიამ თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის  ხელმძღვანელად  დაინიშნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები