ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9573        EUR 3.2796        GBP 3.8826        RUB 4.6333        UAH 1.2384        AZN 1.744        AMD 6.1855      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ZARA -ს და MANGO-ს კონტრაქტორი გურიაში შეხვედრებს მართავს 
17 იანვარი, 2017, 13:40
ZARA -ს და MANGO-ს კონტრაქტორი გურიაში შეხვედრებს მართავს 

თბილისი (GBC) - ბრენდების ZARA -ს და MANGO-ს კონტრაქტორი თურქული კომპანიის წარმომადგენლები გურიაში ფაბრიკისთვის ადგილს არჩევენ.

კომპანია ENA Textile-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა  ფაბრიკის მშენებლობის ინტერესი და  საბოლოო გადაწყვეტილებამდე დეტალებს აზუსტებს 

გურიის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, ბიზნესმენებმა ოზურგეთში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" მოინახულეს, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება იქნება შესაძლებელი.

„გუბერნიის ოფისში ძალიან მომზადებულები დაგვხდნენ. ვაგრძელებთ ჩვენს კვლევებს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც  ZARA -ს, ასევე MANGO -ს, პროდუქციის წარმოებაზე, შესაბამისად, თუკი საბოლოო ყურადღება გურიაზე შეჩერდება, ამ ორივე კომპანიის ბრენდის აქ წარმოებაზე იქნება საუბარი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ 1000-მდე გაიზრდება. საინვესტიციო თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება“,- განაცხადა კომპანია ENA Textile სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილმაზ აჯარიმ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები