ოქრო NYMEX(უნც.)  1252.6  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  929.45  +0.26%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +1.05%    |    პალადიუმი NYMEX  882.40  +0.68%    |    ნიკელი (ტონა)  8977.5  +0.06%    |    ალუმინი (ტონა)  1878.25  +0.59%    |    ნავთობი (Brent)  45.09  +0.62%    |    გაზი(NYMEX)  2.905  +0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.11  +0.51%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.33  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  460  -0.78%    |   
 USD 2.408        EUR 2.6881        GBP 3.0512        RUB 4.0271        UAH 0.9252        AZN 1.4248        AMD 5.0167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GPI Holding: დაზღვევის გაუქმებაზე ზარები უკვე ფიქსირდება
მარიამ მინაძე
16 თებერვალი, 2017, 13:31
GPI Holding: დაზღვევის გაუქმებაზე ზარები უკვე ფიქსირდება

თბილისი (GBC) -  საყოველთაო დაზღვევის ბაზების განახლებას და კერძო და სახელმწიფო დაზღვევის გამიჯვნას GPI Holding-ი უარყოფითად აფასებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება მოქალაქეებს კერძო დაზღვევის გაუქმების სტიმულს მისცემს, რაც საბიუჯეტო დანახარჯის დაზოგვის ნაცვლად მის ზრდას გამოიწვევს.

GPI Holding-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, მოხდება ადამიანების გადადინება კერძო სექტორიდან სახელმწიფოს ხარჯზე დაზღვევაზე და რისი ნიშნებიც უკვე არის-   დაზღვევის გაუქმების თაობაზე კომპანიებს უკვე ურეკავენ. ამასთან,  როდესაც უკანა რიცხვით ხდება დადგენილების მიღება, ადამიანებს არ დარჩათ დრო თადარიგის დაჭერისთვის და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებითვე, GPI Holding-ს მოუწევს მოქმედი კონტრაქტების გადახედვა, რაც მტკივნეული პროცესია პირველ რიგში დაზღვეულებისთვის და ამასთანავე, სადაზღვევო ბაზრის დინამიკაზე უარყოფითად აისახება, შემცირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები