ოქრო NYMEX(უნც.)  1235.30  -0.05%    |    პლატინა (უნც.)  1011.50  -0.36%    |    ვერცხლი (უნც.)  17.75  -0.34%    |    პალადიუმი NYMEX  1248.34  1.03%    |    ნიკელი (ტონა)  10405  -0.38%    |    ალუმინი (ტონა)  1644.50  0.58%    |    ნავთობი (Brent)  53.75  1.21%    |    გაზი(NYMEX)  2.8400  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  20.27  1.45%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  143.20  +0.06%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  1.12%    |   
 USD 2.4455        EUR 2.6573        GBP 3.0794        RUB 4.3079        UAH 0.9015        AZN 1.4423        AMD 5.0506      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ყველა მატარებელი, რომელიც დასავლეთისკენ ივლის, კოპიტნარში გაჩერდება
17 მარტი, 2017, 13:40
ყველა მატარებელი, რომელიც დასავლეთისკენ ივლის, კოპიტნარში გაჩერდება

თბილისი (GBC)-  თბილისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე საქართველოს რკინიგზა ორ პროექტზე მუშაობს - ერთი ამ გაზაფხულს დასრულდება, ხოლო მეორე მაქსიმუმ 1 წელიწადში.

რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დაჩი ცაგურია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თბილისიდან კოპიტნარამდე მაგისტრალური მიმოსვლა დაიწყება: "მაგისტრალური მიმოსვლა იქნება კოპიტნარის აეროპორტში. ყველა მატარებელს, რომელიც დასავლეთის მიმართულებით ივლის, გაჩერება ექნება კოპიტნარში. იქ არის ძველი სადგური და პირველი ეტაპისთვის მისი რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს".

დაჩი ცაგურიას თქმით ეს პირველი პროექტი უახლოეს მომავალში, ამ გაზაფხულს, უკვე დასრულდება. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი მატარებლები (და პირიქით) ამ ძველ სადგურში გაჩერდებიან, ხოლო სადგურიდან აეროპორტამდე, დაახლოებით 1,8 კილომეტრის მონაკვეთზე, მგზავრებს ავტობუსი მოემსახურებათ. დაჩი ცაგურიას თქმით, მატარებლის ბილეთის ფასში ავტობუსის მომსახურებაც შევა.

"ძველი სადგური ძალიან მალე გაიხსნება, ახალ მაგისტრალზე კი საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, გზა პროექტდება, უახლოეს მომავალში ბაქანის პროექტზე გამოცხადდება ტენდერი.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დასრულდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს მთლიანი მაგისტრალის გატარებას აეროპორტში, ამის შემდეგ, ძველი სადგური აღარ იმუშავებს და პირდაპირ აეროპორტში გაჩერდება მატარებელი".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები