GE EN
სხვა სიახლეები
Credo ბანკი EBRD-სგან $10 მლნ-ის სესხს ლარში იღებს

EBRD–ის განცხადებით, სესხი აღმოფხვრის ბაზრის ზოგიერთ ხარვეზს, როგორც მიწოდების (ადგილობრივი ვალუტით დაფინანსება), ასევე მოთხოვნის (MSME-ის ცოდნა და ექსპერტიზა) მხრიდან. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხი საშუალებას მისცემს კრედოს განაგრძოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტიციების მხარდაჭერა ადგილობრივი ვალუტით საშუალოვადიანი დაფინანსებით, რომელიც კვლავ შეზღუდულია ბაზარზე.Credo გააგრძელებს რეგიონალური და პერიფერიული მომხმარებლების მხარდაჭერას ფილიალებისა და კონსულტანტების ქსელის, ასევე ონლაინ დაკრედიტების შემდგომი გაძლიერებული არხების მეშვეობით.პროექტი ხელს უწყობს კრედოს გაფართოებას MSME-ების სეგმენტში, ახალი კლიენტების მოზიდვით და მისი რეგიონალური წვდომის გაძლიერებით.საქართველოს საბანკო ბაზარზე კრედო ბანკი მე-5 უმსხვილესია 2,5 მლრდ ლარის აქტივების, ფლობს მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 3,2%-ს, მთლიანი სასესხო პორტფელის 3.84%-ს და კლიენტების დეპოზიტების 1.83%-ს.კლიენტი იყენებს EBRD-ის გამოცდილებას უფრო მაღალი ინკლუზიისა და გენდერული სტანდარტებისა და/ან თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმების შესახებ (მაგ., სესხის შემოსავლის 45% გაიცემა ქალთა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე).

1711629597

ალდაგის სახლის დაზღვევას საჩუქრად მეამას აპარატი მოჰყვება

ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებას ალდაგში  27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ.„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის“, – აცხადებენ ალდაგში.მეამა სასმლის კაფსულებისა და აპარატების მწარმოებელი, გერმანული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სასმლის დაგემოვნების ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. ამერიკული აპარატით შესაძლებელია, მულტი ფორმატის, 30-მდე განსხვავებული არომატის მქონე კაფსულის მომზადება. ასორტიმენტს მალე ემატება ახალი გემოები და ამერიკული აპარატით ყველა მათგანის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება.ალდაგის სახლის დაზღვევა ფარავს არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის სრული დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და საიჯარო შემოსავლის დაზღვევაც.

1711629029

ქართული ღვინო საფრანგეთში რამდენიმე გასტრონომიულ ფესტივალზე წარადგინეს

ღვინის სააგენტოს ცნობით, ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ ქალაქ მარსელში, „LA FETE des VINS et de la GASTRONOMI“ ქალაქ ტულონში, ხოლო „SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS“ ქალაქ ნიცაში გაიმართა.კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება  მზარდია.

1711621065

პოზიტიური სიახლეები და მაგარი ამბავი – თიბისი კაპიტალისგან

„საკუთრივ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებმა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული. ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი - ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1711620814

ბაბუშერას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ოჯახებს გაასახლებენ

სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა 26 მარტს ადგილობრივებთან, რომლებიც წლებია ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შეხვედრა გამართა.აღნიშნულ ზონაში მცხოვრებთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, მათ გადასახლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.„შეიძლება ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ ამას ყველა არ ვეთანხმებით, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.ე.წ. რუსულ–აფხაზური შეთანხმების თანახმად, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენისთვის სეპარატისტებმა უნდა „ამოიღონ უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები მესამე პირებისგან, რათა რუსულმა კომპანიამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეძლოს“.მანამდე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მლრდ რუბლს (350 მლნ ლარი) შეადგენს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისის შესრულება 2024 წელს იგეგმება.2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტს რუსეთის შს ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია განახორციელებს. ნურგალიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა. 

1711619831

ბაკურიანში თოვლში მოყოლილ ადამიანს მაშველები ეძებენ

ინციდენტი დღეს, 28 მარტს მოხდა და ოფიციალური ინფორმაცია სხვა დეტალებზე ჯერ არ ვრცელდება.თვითმხილველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკარგული ადამიანი ზვავმა მოიყოლა და იგი ადგილობრივია.

1711618876