ოქრო NYMEX(უნც.)  1252.6  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  929.45  +0.26%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +1.05%    |    პალადიუმი NYMEX  882.40  +0.68%    |    ნიკელი (ტონა)  8977.5  +0.06%    |    ალუმინი (ტონა)  1878.25  +0.59%    |    ნავთობი (Brent)  45.09  +0.62%    |    გაზი(NYMEX)  2.905  +0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.11  +0.51%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.33  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  460  -0.78%    |   
 USD 2.408        EUR 2.6881        GBP 3.0512        RUB 4.0271        UAH 0.9252        AZN 1.4248        AMD 5.0167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დაზღვევის სექტორის მარეგულირებელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიურდება
27 მარტი, 2017, 11:08
დაზღვევის სექტორის მარეგულირებელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიურდება

თბილისი (GBC) - დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით აქტიურდება.

ამ მიმართულებით სამსახურის ხედვა და პრიორიტეტები მარეგულირებელმა სადაზღვევო კომპანიებს უკვე გააცნო.

24 მარტს გამართულ შეხვედრაზე  ასევე განიხილეს მომხმარებელთა დაცვის ევროპული სტანდარატები და სამსახურის მიერ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქცია „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინსტრუქცია მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს სადაზღვევო მომსახურების შესახებ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისა და ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით.

ის ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზებისას, უზრუნველყოს მომხმარებელი ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისათვის აუცილებელი ინფორმაციით.

„როგორც სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, ასევე ხელშეკრულების დადების ეტაპზე მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ტიპის ხელშეკრულებას დებს და რა შინაარსის უფლება-მოვალეობები ეკისრება როგორც მას, ისე მომსახურების მიმწოდებელ მხარეს. ინსტრუქცია ასევე ითვალისწინებს მზღვეველის ინფორმირების ვალდებულებას დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ და მომხმარებლთა პრეტენზიების განხილვის სტანდარტულ წესს. ასეთი ტიპის რეგულაციების დაწესებით სამსახური მიზნად ისახავს როგორც სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე პოტენციური დავების პრევენციას მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის“, - აცხადებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები