ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5405        EUR 2.998        GBP 3.4073        RUB 4.3152        UAH 0.9163        AZN 1.4951        AMD 5.2653      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
სავალუტო ბაზარზე ლარი/დოლარის ვაჭრობამ $63 მილიონს მიაღწია
1 აპრილი, 2017, 20:03
სავალუტო ბაზარზე ლარი/დოლარის ვაჭრობამ $63 მილიონს მიაღწია

თბილისი (GBC) -  სავალუტო ბაზარზე მაღალი აქტივობა ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური
გაცვლითი კურსი 2.7061-დან 2.5837-მდე შეიცვალა, ანუ გამყარდა 4.5 პროცენტით.

თებერვლის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ  63 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16 პროცენტით მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 57.3 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბიმისი თვის მონაცემზე.

თებერვალში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია მცირედით გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 55 პროცენტი (წინა
თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 51 პროცენტს შეადგენდა) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.

დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 54 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 52 პროცენტს
შეადგენდა) უჭირავს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები