ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4351        EUR 3.0125        GBP 3.463        RUB 3.9843        UAH 0.9284        AZN 1.4322        AMD 5.0689      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სასტუმრო Hilton -ის მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება
3 აპრილი, 2017, 19:00
სასტუმრო Hilton -ის მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება

თბილისი (GBC) - "ჩვენი პრინციპული მიდგომაა, შევინარჩუნოთ შენობის ისტორია, ვიდრე დავანგრიოთ და ბევრად ნაკლებ ბიუჯეტით ავაშენოთ ახალი", - „გრანატის" ერთ-ერთ პარტნიორი მერაბ ჩიხრაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში ჰილტონის ბრენდით სასტუმროს მშენებლობაზე საუბრობს. 

ბიზნესმენი კომერსანტთან ამბობს, რომ რთულ საინჟინრო გადაწყვეტილებებზე მიდის მუშაობა, რაც დროს მოითხოვს.

"მალე, ამ ადგილას დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სადაც აშენდება თანამედროვე შენობა. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით ორ თვეში მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავალთ. ვგეგმავთ „Lafarge"-ს ცემენტისა და ბეტონის ინოვაციური პროდუქტები „ჰილტონის" მშენებლობაში გამოვიყენოთ", - აცხადებს ჩიხრაძე. 

აღნიშნავს, რომ ქუჩის მხრიდან ძველი იერსახე შეუნარჩუნდება, თუმცა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექრორები და დიზაინერები მის მოდერნიზებას მოახდენენ.

"პროექტის ფარგლებში დაახლოებით 40 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება. შვიდსართულიან შენობაში მინიმუმ 200 ოთახი იქნება.როგორც უკვე გითხარით,სასტუმროში გაკეთდება მაღალი დონის რესტორანი, ასევე ერთი დიდი და რამდენიმე პატარა საკონფერენციო დარბაზი. მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს ინტერიერის თვალსაზრისით, რომელსაც ჯერ არ გაგიმხელთ. ამ პროექტით ასობით ადგილობრივი დასაქმდება", - ამბობს ბიზნესმენი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები