ოქრო NYMEX(უნც.)  1251.55  +0.44%    |    პლატინა (უნც.)  923.9  +0.63%    |    ვერცხლი (უნც.)  16.62  +0.33%    |    პალადიუმი NYMEX  865.73  +0.21%    |    ნიკელი (ტონა)  9117.5  +1.00%    |    ალუმინი (ტონა)  1869.75  +0.12%    |    ნავთობი (Brent)  46.52  +1.04%    |    გაზი(NYMEX)  3.070  +0.69%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.89  +0.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.08  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  467.50  +0.41%    |   
 USD 2.4075        EUR 2.7092        GBP 3.0676        RUB 4.084        UAH 0.9232        AZN 1.4162        AMD 5.0083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შემდეგი გაჩერება ანაკლიაა - საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო სადგურის აშენებას გეგმავს
5 აპრილი, 2017, 18:50
შემდეგი გაჩერება ანაკლიაა - საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო სადგურის აშენებას გეგმავს

თბილისი (GBC)-  "საქართველოს რკინიგზა" ანაკლიაში სარკინიგზო-სამგზავრო სადგურის აშენებას განიხილავს. 

გეგმაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. 

დაჩი ცაგურია ამბობს, რომ სარკინიგზო ქსელის განვითარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

"როგორც იცით, ანაკლიის პორტისკენ ჩვენ დაწყებული გვაქვს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი. განვიხილავთ  ანაკლიაში სარკინიგზო-სამგზავრო სადგური განთავსების იდეას, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ, მას პროექტის დეტალებზე დღეს არ უსაუბრია. 

ანაკლიის პორტთან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების მიყვანის ვალდებულება მთავრობას აქვს აღებული. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონს დახარჯავს. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმა უკვე მოამზადა და პორტის სამშენებლო სამუშოების დაწყებას ამ წლის მეორე ნახევარში აანონსებს.  აქტიურად მიმდინარეობს ნავსადგურის მშენებლობის არეალში მოყოლილი პირების განსახლებაც. ამ მიზნისთვის სახელმწიფომ 96 მლნ ლარი გამოყო. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები