ოქრო NYMEX(უნც.)  1276.16  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  967.90  +0.05%    |    ვერცხლი (უნც.)  16.65  -0.33%    |    პალადიუმი NYMEX  896.58  +0.51%    |    ნიკელი (ტონა)  10585  +2.42%    |    ალუმინი (ტონა)  2071  +1.04%    |    ნავთობი (Brent)  51.06  +0.51%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.61%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.25  +0.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.80  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  432.75  +0.64%    |   
 USD 2.3895        EUR 2.8067        GBP 3.0808        RUB 4.0213        UAH 0.9378        AZN 1.4056        AMD 4.9927      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსე: ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზით მოსახლეობის დაზიანებზე მღელვარება უსაფუძვლოა
5 აპრილი, 2017, 18:57
სსე: ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზით მოსახლეობის დაზიანებზე მღელვარება უსაფუძვლოა

თბილისი (GBC) - ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა" მოსახლეობას ზიანს ვერ მოუტანს - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახალი ხაზის მშენებლობაზე განცხადებას ავრცელებს, აღნიშნავს, რომ  მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოქმედი ნორმის დაცვით.

"მთავრობის N366 დადგენილების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონა შეადგენს განაპირა სადენებიდან 30 მეტრს. პროექტის სამშენებლო კორიდორი შეირჩა ისე, რომ ზეგავლენა კერძო საკუთრებაზე ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული. დუშეთის რაიონში არცერთი კერძო საცხოვრებელი სახლი არ ყვება ზემოქმედების ზონაში, ანუ ელექტროგადამცემი ხაზი არ გადის არცერთ საცხოვრებელ სახლზე. შესაბამისად, მოსახლეობის მღელვარება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ზიანის მომტანი აღმოჩნდება ჯანმრთელობისთვის, უსაფუძვლოა.

ხაზის მშენებლობის პროცესი ხელს არ შეუშლის იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სოფლად დაბრუნება და საქმიანობის წამოწყება. რაც შეეხება, დაცვის ზონის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებს, მათზე გაიცემა შესაბამისი კომპენსაცია.

პროექტის ფარგლებში მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც შეთანხმდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და გაიარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ეტაპი", - ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისთვის. ხაზის საშუალებით მოხდება მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ქსელთან მიერთება და გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით, გაუმჯობესდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ენერგომომარაგება და საიმედოობა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები