ოქრო NYMEX(უნც.)  1276.16  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  967.90  +0.05%    |    ვერცხლი (უნც.)  16.65  -0.33%    |    პალადიუმი NYMEX  896.58  +0.51%    |    ნიკელი (ტონა)  10585  +2.42%    |    ალუმინი (ტონა)  2071  +1.04%    |    ნავთობი (Brent)  51.06  +0.51%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.61%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.25  +0.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.80  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  432.75  +0.64%    |   
 USD 2.3895        EUR 2.8067        GBP 3.0808        RUB 4.0213        UAH 0.9378        AZN 1.4056        AMD 4.9927      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მანგლისის ტერიტორიის აეროგადაღება დასრულდა
6 აპრილი, 2017, 15:08
მანგლისის ტერიტორიის აეროგადაღება დასრულდა

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დრონის უპილოტო საფრენი აპარატით მანგლისის ტერიტორიის საჰაერო გადაღება დაასრულა.

სამუშაოები დაბა მანგლისის 10 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებდა.  პროექტის ფარგლებში  2704 ჰექტარი ფართობის ტერიტორიის გადაღება განხორციელდა

საჯარო რეესტრი, აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის ორთოფოტო გეგმებს მოამზადებს, რომლებშიც  თანამედროვე სტანდარტები სრულად იქნება გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტი წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით, მიწის საკუთრებაში უფასო რეგისტრაციას ითვალისწინებს.  მანგლისი პირველია, სადაც სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის პირველი ფაზა დაიწყება. 

აეროგადაღებით  მიღებული ახალი გეომონაცემები  საჯარო რეესტრს შესაძლებლობას მისცემს სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, მათ შორის საკადასტრო ნახაზები და სხვა საველე მონაცემები  ორთოფოტოზე გადაამოწმოს, რაც მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

საჯარო რეესტრი  დრონის საშუალებით,  ეტაპობრივად,  საქართველოს  სხვა  არეალების საჰაერო გადაღებებსაც გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები