ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე: დღეს საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს
6 აპრილი, 2017, 15:25
კოვზანაძე: დღეს საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს

თბილისი (GBC) - „ჩემი წარმოდგენით,  სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და  ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.  მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების”, - მიიჩნევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი კოვზანაძემ ,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველომ დაახლოებით  8 -10 წლით დაიგვიანა და მოვლენებს ჩამორჩა.

„დღეს ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ქართული საფინანსო სექტორის კიდევ ერთ ფუნდამენტს - დეპოზიტების დაზღვევის სისტემას. მივესალმები და მხარს ვუჭერ წარმოდგენლ კანონპროექტს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ პარლამენტმა ოპტიმალურ ვადებში მიიღოს იგი, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და იგი  უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცვას იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი თანხების მაქსიმალური ოდენობა  განისაზღვრება  5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული.

,,დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბანკი  და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები