ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქართუ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლებს
6 აპრილი, 2017, 18:45
ქართუ ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლებს

თბილისი (GBC) –  ბანკი ქართუ ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს

ბანკის მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც  პარტიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უარყო.

„ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ბრიფინგი, რომელშიც ამ პარტიის წარმომადგენლებმა ბანკი ქართუ თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მორიგ ბოდვასა და ცილისწამებას, რის გამოც, მათ მოუწევთ პასუხისგება სასამართლოს წინაშე.

შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-ს ბანკ ქართუში აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამოდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულა უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნევლყოფილ საგნებს.

ნაციონალური მოძრაობა და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები