ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.4014        EUR 2.7679        GBP 3.1324        RUB 4.0655        UAH 0.9256        AZN 1.4097        AMD 5.0186      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს საქართველოს ეკონომიკური რეფორმები გააცნო
6 აპრილი, 2017, 21:40
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს საქართველოს ეკონომიკური რეფორმები გააცნო

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრმა  „თიბისი ბანკის“ უმსხვილეს საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე რეფორმები გააცნო. 

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობასა და მის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმებზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმა ბიზნესის განვითარებაზე და  ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურ  გამოყენებაზეა მიმართული. 

ინვესტორებთან საუბარი შეეხო მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე  ყურადღება გამახვილდა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებაზე, კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, სახელმწიფო ინვესტიციებისა და ფინანსების მართვის რეფორმებზე და სხვ.

ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს რომ  ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს მქონე ქვეყნის მიმზიდველობას.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ, მათ შორის, საფინანსო, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვა კუთხით.  მათ ასევე პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნეს, რომ საქართველოს საქმიანი გარემო დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები