ოქრო NYMEX(უნც.)  1262.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  948.80  -0.17%    |    ვერცხლი (უნც.)  17.14  -0.30%    |    პალადიუმი NYMEX  768.08  +1.18%    |    ნიკელი (ტონა)  9332.5  -0.66%    |    ალუმინი (ტონა)  1925.25  -0.73%    |    ნავთობი (Brent)  53.37  -0.87%    |    გაზი(NYMEX)  3.413  -0.35%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.45  +0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  130.52  -1.14%    |    ხორბალი (ტონა)  431  -0.74%    |   
 USD 2.4144        EUR 2.7155        GBP 3.1322        RUB 4.2758        UAH 0.9184        AZN 1.425        AMD 4.9988      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
AGSO:  უნდა შეიქმნას  კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეეძლება უცხოელს მიწის ყიდვა
7 აპრილი, 2017, 14:15
AGSO:  უნდა შეიქმნას  კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეეძლება უცხოელს მიწის ყიდვა

თბილისი (GBC) - მთავარი არსი, რატომაც მიწის მიყიდვის უფლება უნდა მიეცეს უცხოელს, არის ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, - “აგრო სოლუშენსის (AGSO) საკონსულტაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კონკრეტული კრიტერიუმებია განსასაზღვრი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  დღეისათვის უცხოელი მიწას ხშირ შემთხვევაში იმ მიზნით ყიდულობს, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღოს, ამიტომ მათ მიერ შეძენილი არაერთი მიწაა დაუმუშავებელი.

„იქნებ სჯობდეს კანონმდებლობაში ავსახოთ, რომ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა, არ იყოს, გარკვეული ტიპის გარანტია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ცხოვრების უფლება მიიღოს ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებენ საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც მიიჩნევენ, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის გასათვალისწინებელია უცხოური ინვესტიციების დიდი როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ისიც, რომ   სოფლის მეურნეობამ ამ მიმართულებით შეიძლება დიდი როლი შეასრულოს.

„თუ ჩვენთვის ინვესტიციებია მნიშვნელოვანი, მაშინ ვუთხრათ ინვესტორებს, რომ თუ მათ სურთ ჩვენს ქვეყანაში მიწის ყიდვა, ამ მიწაზე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღონ. იქნებ ჯობდეს ამ მიმართულებით ვიმუშავოთ და განვსაზღვროთ კონკრეტული საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა. საქართველოს მოქალაქეებსაც  და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ თუ უცხოელი იყიდის მიწას, ე.ი. ის აუცილებლად დებს ინვესტიციას და ის მიწა დაუმუშავებელი არ იქნება. აისახოს ეს ვალდებულება შემოსავლების სამსახურში და გაკონტროლდეს პროგრამულად. არ განახორციელებს ინვესტიციას? - დავაჯარიმოთ. არ გადაიხდის ჯარიმას? - ჩამოვართვათ და აუქციონზე გავყიდოთ.  აქვე შეიძლება საჰექტრო საინვესტიციო მოცულობა შევამციროთ თუ უცხოელი იყიდის გასაკულტურებელ მიწას - დაჭაობებულს, დამეწყრილს და ა.შ“, - აცხადებენ “აგრო სოლუშენსში“.

მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმებით უნდა მიეცეს საჯარო რეესტრს მიწის უცხოელზე რეგისტრაციის უფლება. ამასთან კორუფციული გარიგების საფრთხეს ქმნის თუ ამ გადაწყვეტილებას რომელიმე სამინისტრო ან ჯგუფი მიიღებს.

„მთავარი არსი, რატომაც მიწის მიყიდვის უფლება უნდა მიეცეს უცხოელს, არის ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში.  ეს იმას ნიშნავს, რომ შემოვა ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, მოხდება მიწების გაკულუტრება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, შეიქმნება დოვლათი. მოკლედ, ბევრი ბენეფიტი აქვს ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენი მიზანი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოსვლაა, იქნებ ჯობდეს მცირე ზომის მიწების ყიდვის უფლება საერთოდ ავუკრძალოთ უცხოელებს და მხოლოდ დიდი ფართობების ყიდვის უფლება მივანიჭოთ, რათა ინვესტიცია მოცულობითი იყოს. მცირე ფართობების მიყიდვის აკრძალვას შეიძლება რამოდენიმე დადებითი მხარე ჰქონდეს. პირველი, რაც უფრო დიდ მიწას იყიდის, მით უფრო დიდი ინვეტიციის ჩადების ვალდებულება  ექნება. მეორე,  მცირე ბიუჯეტიანი უცხოელი ვერ იყიდის საქართველოში მიწას, შესაბამისად მხოლოდ ისინი შეძლებენ მიწის ყიდვას, ვისაც დიდი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ამით ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოიგებს“- მიიჩნევენ ანალიტიკოსები, საკითხის სენსიტიურობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ  სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას ინვესტიციებზე, თუმცა პარალელურად საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები