ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5405        EUR 2.998        GBP 3.4073        RUB 4.3152        UAH 0.9163        AZN 1.4951        AMD 5.2653      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართველი გადამზიდავები უცხოელ კონკურენტებთან დაუცველნი არიან
7 აპრილი, 2017, 12:08
ქართველი გადამზიდავები უცხოელ კონკურენტებთან დაუცველნი არიან

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გადაზიდვებისას ქართველი საავტომობილო გადამზიდავების დაუცველობაზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს დერეფანი ღიაა უცხოელი გადამზიდავებისთვის,  სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ქართველები დისკრიმინაციულ მიდგომებს აწყდებიან.

„იმ პირობებში, როცა ქართველ გადამზიდავს, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, უხდება არაადექვატური (გაზრდილი გადასახადები, მათ შორის არაოფიციალური, გართულებული საბაჟო პროცედურები და ა.შ) გადასახადების გადახდა და ამასთან მეზობელი ქვეყნების გადამზიდავები არ იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ გადასახადებს - სახეზეა, დისკრიმინაციული მიდგომები, ქართველი გადამზიდავის მიმართ" - აღნიშნავენ დარგის ექსპერტები, ამბობენ, რომ  ძალაუნებურად ხდება ქართველების გამოდევნა საერთაშორისო ბაზრიდან.  

მაგალითად იხმობენ საქართველო - ირანს შორის საავტომობილო გადაზიდვებს. აღნიშნავენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი კომპანიებისთვის კუთვნილი ცარიელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ირანის საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა:

შესვლა და დატვირთვა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ლიცენზირებული საექსპედიტორო კომპანიის ნებართვითა და გარანტიით.

გარანტია ირანელი საექსპედიტორო რომ სატრანსპორტო საშუალება დროულად დაბრუნდება.

საწვავის ღირებულების სხვაობის გადახდა მანძილისა და სხვა გარემოებების შესაბამისად.

ამ დროს არცერთი ანალოგიური პროცედურის გავლა არ არის აუცილებელი ირანელი გადამზიდავისთვის, რომ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელოს გადაზიდვა.

გამოსავალს ორგანიზაციაში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაში ხედავენ. - 

„გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან ხისტი პოზიციის გატარებაა, თუნდაც, ირანის მიმართ, ერთჯერადი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან, ირანი არ წარმოადგენს გამონაკლისს, ანალოგიური მდგომარეობაა, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიმართულებებით”- აღნიშნავენ ცენტრში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები