ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრეზიდენტი: უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი რომ მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება
7 აპრილი, 2017, 12:54
პრეზიდენტი: უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი რომ მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება

თბილისი (GBC) - ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“, - პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ის საკითხდები დაასახელა რა მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს -   
„სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა".

გიორგი მარგველაშვილმა ბოლო 2 თვის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ტენდენცია შენარჩუნდება. 

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები, ამასთან  ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო.

„შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ. მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა - რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია. არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, არამედ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც მართლაც აუცილებელია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები