ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პოლიეთილენის პარკების აკრძალვით, ბიზნესს ახალი ინვესტიციების გაღება მოუწევს
7 აპრილი, 2017, 16:07
პოლიეთილენის პარკების აკრძალვით, ბიზნესს ახალი ინვესტიციების გაღება მოუწევს

თბილისი (GBC) - პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები ახალი რეგულაციებისთვის ემზადებიან.

არსებული გეგმით, შემოდგომიდან 10 მიკრონიანი პარკების მოხმარება იკრძალება, 2018 წლიდან კი, აკრძალვა შეეხება 15 მიკრონიან პარკებსაც.

ეკოლოგიაზე ზრუნვა და ევროდირექტივის შესრულება ძვირი სიამოვნებაა- მომხმარებელს შესაფუთ მასალაზე დანახარჯი გაეზრდება, ბაზრის მოთამაშებისთვის კი,  ახალ მოთხოვნასთან ადაპტაცია დამატებით ინვესტიციასთან არის პირდაპირ კავშირში, განსაკუთრებით ზოგიერთი მწარმოებლისთვის, რომლის წარმოებაში ერთჯერად, არაბრენდირებულ პარკებს 65-70% -იანი წილი უჭირავს.

საქართველოში დღეს 10-ზე მეტი ქარხანაა, რომლების წარმატებით ოპერირებენ და სხვადასხვა სახის პროდუქციას აწვდიან ბაზარს, მათი გახსნისთვის, ბოლო წლებშიც, საკმაოდ მასშტაბური  ინვესტიცია ჩაიდო. 

როგორ მიიღებს ბაზარი რეგულაციას, რამდენად ეფექტიანად მოხდება კონტროლი და რა დანახარჯის გაწევს მოუწევს ბიზნესს, პროგნოზს ვერ აკეთებს კომპანია Plastic Production-ის აღმასრულებელი მენეჯერი მირზა სვანიძე.

GBC-სთან საუბრისას, მირზა ამბობს, რომ გეგმით, ერთჯერადი პარკების ქაღალდის პარკებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს, თუმცა დღეს საქართველოში  ქაღალდის პარკების წარმოება არ არის კარგად განვითარებული და მათ კომპანიასაც ახალი დანადგარების შეძენა მოუწევს, რათა ერთის მხრივ გარკვეული სახის  პარკების გამოშვების შეწყვეტით მიღებული ზარალი დააკომპენსირონ, მეორეს მხრივ კი, ბაზარზე  გაჩენილი ახალი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

Plastic Production-ში ამბობენ, რომ ქაღალდის პარკების დანერგვა მომხმარებელს ხარჯებს გაუზრდის. 1 კგ. შესაფუთი მასალის ღირებულება დაახლოებით 1-1.5 ლარით გაიზრდება და სერვისის გამწევი ობიექტი ამ ხარჯს მომხმარებელზე გადაიტანს.

„დღეს მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები „გუდვილი“, „2 ნაბიჯი“, „ნიკორა“, „ფუდმარტი“ თუ სხვა, 100%-ით ბიოდეგრადირებულ პარკებს ითხოვენ. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, როგორც ეს მოხდა ევროპაში, ბიოდეგრადირებული პარკების გამოყენება უნდა გახდეს სავალდებულო და კონტროლი დაწესდეს მათ წარმოებაზე, შემდეგ მოხდეს ეტაპობრივად ამოღება 10 და 15 მიკრონიანი პარკების, ასე გადასვლა უფრო მარტივი იქნება და მომხმარებელიც უფრო მომზადებული შეხვდება სიახლეს“, - აცხადებს მირზა სვანიძე, ამბობს, რომ სრულად პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება ვერც ევროპაში მოხდა, მოხმარების 60-70% ისევ ბიოდეგრადირებულ პარკებზეა.

ბიოდეგრადირებული პარკი მიწაში მოხვედრიდან 24 თვეში იწყებს დაშლას, მაშინ როდესაც ჩვეულებირივი პოლიეთილენის პარკის დაშლას ასეული წლები სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი სექტემბრიდან იგეგმება აიკრძალოს  10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო  2018 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.

საუბარია ძალიან მსუბუქ პარკებზე, რომელთა გადატანა  ქარით მარტივად ხდება და სწორედ ამიტომ დანაგვიანებულია გარემო.

ზუსტი მონაცემი რამდენ პოლიეთილენის პარკს მოიხმარს საქართველოს 1 მოქალაქე უცნობია, დაახლოებით 500-ს, იმ დროს როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი 190-ია ნაკლებია და ამ მონაცემის მკვეთრი შემცირების ვალდებულებაც აქვთ აღებული. 

ევროკომისიის მიერ 2013 წელს შედგენილი დირექტივისა და ევროპარლამენტის მიერ 2014 წელს გამოცემული აქტის თანახმად, პოლიეთილენის პარკების, რომელთა სისქეც 50 მიკრონზე ნაკლებია 2017 წლის ბოლოსთვის 50%-ით, 2019 წლის ბოლოსთვის კი 80%-ით შემცირებაა დაგეგმილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები