ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5405        EUR 2.998        GBP 3.4073        RUB 4.3152        UAH 0.9163        AZN 1.4951        AMD 5.2653      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დარიალჰესის ამოქმედება ელექტროენერგიის იმპორტს 200 მილიონი კვტ.სთ-ით შეამცირებს
8 აპრილი, 2017, 19:54
დარიალჰესის ამოქმედება ელექტროენერგიის იმპორტს 200 მილიონი კვტ.სთ-ით შეამცირებს

თბილისი (GBC) - 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" გაიხსნა. 

 "ეს არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება", - განაცხადა პრემიერმა ჰესის გახსნისას. 

აღნიშნა, რომ ჰესის  აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში" შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია.

"აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში, სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები", - აღნიშნა პრემიერმა.

„დარიალი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები